ბრიტანული უნივერსიტეტების რეიტინგი Guardian-ის ვერსიით (2012)
12. Goldsmiths,University of London
18. Liverpool John Moores University
მოცემული რეიტინგი წარმოაჩენს სასწავლებელბის შედარებას ჰუმანიტარული ფაკულტეტების კუთხით. სხვა დარგების მიხედვით სასწავლებელთა შედარებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
Guardian University Guide წარმოადგენს ბრიტანული სასწავლებელების ერთ-ერთ ყველაზე სრულ და სანდო რეიტინგს, რომელიც მოიცავს ყველა უნივერსიტეტს და აანალიზებს 46 სპეციალობის სწავლების ხარისხს.
2012 წლის აბსოლუტურ ლიდერად გვევლინება კემბრიჯის უნივერსიტეტი. 6 წლის განმავლობაში პირველობის მქონე, ყოფილმა ლიდერმა ოქსფორდის უნივერსიტეტმა გადაინაცვლა მეორე ადგილზე, მესამე საპატიო ადგილი ერგო წმ. ენდრიუსის უნივერსიტეტს.
რეიტინგების ცხრილი ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა სტუდენტების კმაყოფილება სასწავლო პროგრამითა და ლექტორებით, დამსაქმებელთა შეფასებები, სასწავლებლის დამთავრებიდან 6 თვის განმავლობაში დასაქმებულ კურსდამთავრებულთა პროცენტულობა, სწავლების ღირებულება, საწვლებლის მიერ ერთ სტუდენტზე გაწეული ხარჯები და სხვა.