რა უპირატესობები აქვს სწავლას თურქეთში?

 

თურქეთში სწავლა და ცხოვრება საკმაოდ იაფია
სწავლის საფასური და ცხოვრების ხარჯი თურქეთში გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.  სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე ფასები მერყეობს 3500 ევროდან 5000 ევრომდე.  სტუდენტები ძირითად ცხოვრობენ სტუდენტურ საცხოვრებლებში.


მსოფლიოში აღიარებული დიპლომი
თურქეთი ეკუთვნის იმ ქვეყნებს , რომლებიც შეუერთდნენ ბოლონიის პროცესს, არაერთი თურქული უნივერსიტეტი წარმოადგენს  ერასმუსის ქარტიის წევრს. დღეს  თურქეთში შესაძლებელია მაღალი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღება.


ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა
ინგლისურ ენაზე სწავლა შესაძლებელია როგორც კერძო ასევე ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც.


ხელსაყრელი ადგილმდებარეობა
თურქეთში სწავლა საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს მიიღოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი განათლება მეზობლად მდებარე ქვეყნაში.


უნივერსიტეტში ჩაბარების მარტივი პროცედურები
თურქული სასწავლებლები თავად ადგენენ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის კრიტერიუმებს. უმეტეს შემთხვევაში მიღება წარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატის და ჩაბარებული სხვადასხვა საერთაშორისო ტესტების შედეგების საფუძველზე. უცხოელი სტუდენტებისთვის განაცხადის (საბუთების) შეტანა როგორც წესი უფასოა ან დაკავშირებულია მინიმალურ ხარკებთან.




განყოფილება "თურქეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..