თურქეთი

 

თურქეთი- „ზღაპრული“ ქვეყანა , რომელიც აერთიანებს ევროპული ცხოვრების სტილსა და აღმოსავლურ კოლორიტს. ის წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ ხიდს. ეს არის უძველესი ისტორიის მქონე, თანამედროვე და განვითარებული ქვეყანა ულამაზესი, ხშირ შემთხვევაში კი ხელუხლებელი ბუნებით.

თურქეთი ცნობილია უამრავი არქეოლოგიური ღირშესანიშნაობებით და ისტორიული ძეგლებით. ეს არის ადგილი, სადაც სათავე აიღო არაერთმა მსოფლიო ცივილიზაციამ.

ოთხი ზღვის მოსაზღვრედ მდებარე თურქეთი დღეს წარმოადგენს მაღალგანვითარებულ ქვეყანას, რომლის ეკონომიკაც მსოფლიოს მასშტაბით  არის ერთ-ერთი ყველაზე სწარაფად მზარდი.  სწორედ ქვეყნის ადგილმდებარეობა და პოლიტიკა დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. აქ განვითარებულია შემდეგი სფეროები: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ქიმიური წარმოება, ფარმაცია, საფეიქრო მრექველობა, მეტალურგია, ენერგეტიკა, გემთმშენებლობა და სხვა.

ქვეყნის ეკონომიკისთვის გასაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა მომსახურების სფერო, კერძოდ კი ტურიზმი.

თურქეთში დღეს ფუნქციონირებს 102 სახელმწიფო და 52 კერძო, ლიცენზირებული ინსტიტუტი, თანამედროვე საუნივერსიტეტო „ქალაქები“ თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიებით, უდიდესი საბობლიოთეკო რესურსით, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიებით...

 განყოფილება "თურქეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..