რა უპირატესობები აქვს სწავლას საფრანგეთში?

 

მინიმალური გადასახადი სახელმწიფო უნივერსიტეტებში
მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა სთავაზობს უცხოელ  სტუდენტებს  უმაღლეს სასწავლებელში სწავლას პრაქტიკულად სიმბოლური გადასახადის საფასურად (100-800$/წელიწადში). საფრანგეთი  სწორედ ერთ–ერთი მათგანია.


ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომი
განათლების სისტემის საფუძვლები საფრანგეთში სათავეს იღებს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან. ფრანგული სასწავლებლებისთვის დამახასიათებელია სწავლების მაღალი ხარისხი  და სპეციალობების მრავალფეროვანი არჩევანი

 
ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა
არ ფლობთ სათანადო დონეზე ფრანგულს? საფრანგეთი ინგლისურენოვან სტუდენტებს სთავაზობს სპეციალურად უცხოელებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამებს


ფრანგული ენის მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობა    
ფრანგული ენის შესწავლა შესაძლებელია ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში: აქ არსებობს მრავალი სკოლა და ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ფრანგული ენის როგორც უცხო ენის სწავლებაზე.


საფრანგეთი ცნობილია ევროპაში საუკეთესო MBA სკოლებით
საფრანგეთში მდებარეობს რამოდენიმე MBA სკოლა, რომელიც შედის ევროპის საუკეთესო სკოლების ტოპ-10-ში. მათ შორისაა  INSEAD, HEC, ESCP-EAP, IEP და სხვა...


მუშაობის უფლება სწავლის დროს
საფრანგეთში სწავლის დროს ნებისმიერ სტუდენტს და მათ შორის უცხოელებსაც აქვთ ოფიციალური უფლება იმუშაონ სწავლის პარალელურად

 

განყოფილება "საფრანგეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...

 

მინიმალური სწავლის გადასახადი