საფრანგეთი

დასავლეთ ევროპაში მდებარე საფრანგეთი წარმოადგენს ევროკავშირის (მისი ერთ-ერთ დამაარსებელი) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ქვეყნას.

საფრანგეთი- მოდის და დახვეწილობის ქვეყანა, პარიზი- სიყვარულის და რომანტიკის ქალაქი. საფრანგეთი- ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს სიძველესა და თანამედროვეობას, ეს არის ნიცა და კანი, ეს არის ლაჟვარდოვანი სანაპირო, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს მდიდარ და ცნობილ ადამიანებს.

საფრანგეთი- ეს არის დიუმას და ჰიუგოს უკვდავი გმირების სამშობლო, ეს არის დიადი მეფეებისა და კარდინალების ქვეყანა, ეს არის ქვეყანა ცნობილი ფილოსოფოსების და მოაზროვნეების ვოლტერის, რუსოს, დიდროს ქვეყანა. საფრანგეთმა მსოფლიოს აჩუქა ლიტერატურის ისეთი გენიოსები როგორებიც არიან ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ჟორჟ სანდი, ჟიულ ვერნი, გი დე მოპასანი, გუსტავ ფლობერი და მრავალი სხვა.  საფრანგეთმა შთაგონებით აღავსო ფუნჯის ისეთი ოსტატები, როგორც დელაკრუა, მანე, მონე, რენუარი, სეზანი, ტულუზ-ლოტრეკი.

დღეს საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნაა ევროპაში. უამრავი კვლევის თანახმად საფრანგეთი გამოირჩევა ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონით.

საფრანგეთის თანამდეროვე განათლების სისტემა გამოირჩევა  თავის განსკუთრებულობით , რაც მდგომარეობს ფრანგი და უცხოელი სტუდენტებისადმი ერთნაირი დამოკიდებულებით. დღეს უმაღლესი განათლების მიღებისას უცხოელ სტუდენტებს გააჩნიათ იგივე უფლებები რაც ადგილობრივ, ფრანგ სტუდენტებს.

საფრანგეთში ფუნქციონირებს 87 სახელმწიფო უნივერსიტეტი- პარიზის უძველისი  უნივერსიტეტიდან „სორბონა“ (დაარსდა 1179 წელს) ნიცის თანამედროვე სასწავლო ცენტრამდე „სოფია ანტიპოლისი (დაარსდა 1968 წელს)

 

განყოფილება "საფრანგეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...