მალტა

მალტა- ულამაზესი კუნძული საინტერესო ისტორიით, რომელიც აღსავსეა საიდუმლოებებით! კუნძული განლაგებულია ხმეთაშუაზღვისპირეთში, ევროპასა და აფრიკას შორის. მალტას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც მუზეუმს ღია ცის ქვეშ. კაშკაშა მზე, ლაჟვარდოვანი, კრისტალურად სუფთა ზღვა და უნიკალური ისტორია- ეს არის მალტა.

200 წლის მანძილზე მალტას მჭიდრო კავშირი ქონდა ინგლისთან. ამ ფაქტმა მასზე წარუშლელი კვალი დატოვა ინგლისური ტრადიციებისა და ყოფითი ჩვევების სახით.

ოფიციალური ენა მალტაზე- მალტიური და ინგლისური. ხმელთაშუაზღვისპირეთის არაერთი ქვეყანა წარმოადგენდა წარსულში ინგლისის კოლონიას , მაგრამ მხოლოდ მალტაზე იქნა ინგლისური ენა აღიარებული მეორე სახელმწიფო ენად. სწორედ ამის გამო ინგლისური ენის შესწავლა მალტაზე ძალზე მარტივია: ეს არის გარემო, სადაც საუბრობენ ინგლისურ ენაზე! ეს არის საუკეთესო ადგილი უცხოელებისთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა და ამასთანავე დასვენებაც. ეს არის ქვეყანა სადაც პრაქტიკულად არ არსებობს კრიმინალი, საუკეთესო კლიმატია, სუფთა ზღვა და ულამაზესი ბუნება.

 

 

 

განყოფილება "მალტა" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..