რა უპირატესობები აქვს სწავლას კანადაში?

 

  • კანადაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია სკოლის დამთავრებისთანავე

კანადაში უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრებისთანავე. თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებით ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამების გავლა, როგორც ეს მოითხოვება მაგალითად გერმანიაში

 

  • თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლება

კანადური დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი აღიარებულია მთელს მსოფლიოში, ხოლო ავტორიტეტულობის მიხედვით ის უთანაბრდება ამერიკულს.

 

  • ინგლისური/ფრანგული ენის შესწავლის შესაძლებლობა

თუ ენის (ინგლისური/ფრანგული) ცოდნის დონე არ არის საკმარისი უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად, თქვენ შეგიძლიათ თავდაპირველად  შეუდგეთ ენის შესწავლას თქვენს მიერ არჩეულ სასწავლებელში.

 

  • მუშაობის უფლება სწავლის დროს

სწავლის დაწყებიდან პირველივე დღეს შესაძლებელია იმუშაოთ სტუდენტურ ქალაქში. 6 თვის შემდეგ კი მოითხოვოთ მუშაობის ნებართვა, რომელიც საშუალებას იმუსაოთ ნებისმიერ დამსაქმებელთან არასრული სამუშაო დღე. სტუდენტური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურება კანადაში იწყება საათში 8 კანადური დოლარიდან, მაგრამ შესაძლებელია გამოიმუშაოთ 12-15 დკანადური დოლარი საათში

 

  • უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მუშაობის დაწყების საშუალება

კანადაში მუშაობის უფლების მისაღებად უცხოელი კურსდამთავრებულები არ საჭიროებენ დამსაქმებლისგან სპეციალურ მოწვევას. უკვე ერთწლიანი სამუშაო სტაჟის შემდეგ შესაძლებელია მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ხოლო 3 წლის შემდეგ- მოქალაქეობის მიღებაც.

 განყოფილება "კანადა" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...