კანადა

კანადა- უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანა ცხოვრების მაღალი დონით, რომლის პოლიტიკა იმსახურებს პატივისცემას მთელ მსოფლიოში. ეს არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა განვითარებული მრეწველობით, მრავალდარგობრივი ეკონომიკით და მდიდარი ბუნებრივი რესურსებით.

კანადის უმსხვილესი ქალაქები- ვანკუვერი, ტორონტო და მონრეალი-  სისუფთავითა და უსაფრთხოებით, კულტურული ღონისძიებებითა და ცხოვრების ნირით აღიარებულნი არიან საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიო კლასის ქალაქებად.

კანადის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლების სფეროს, რაც გამოიხატება სწორედ  მაღალი სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის შექმნაში. კანადა იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში  განათლებაზე დახარჯული თანხების ოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. 

განყოფილება "კანადა" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...