რა უპირატესობები აქვს სწავლას იტალიაში?

დიზაინში, მოდასა და არქიტექტურაში დიპლომის მისაღებად იტალია #1 ქვეყანაა
მრავალი მიზეზი არსებობს სწორედ იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ის  ხელოვნებათმცოდნეობით, მუსიკით, ფერწერით, დიზაინით თუ  არქიტექტურით დაინტერესებული პირებისთვის. რადგანაც სწორედ იტალიაშია თავმოყრილი ამ დისციპლინათა შემსწავლელი საუკეთესო სასწავლებლები

 

იტალიური დიპლომი პრესტიჟულია  მთელ მსოფლიოში
იტალია- ეს არის არამხოლოდ ხელოვნების, განსაკუთრებული სამზარეულოსა და მუსიკის ქვეყანა, არამედ ეს არის ევროპული განათლების აკვანი. ევროპის პირველი უნივერსიტეტები წარმოიშვა სწორედ აქ მე-11 საუკუნეში.

 

ინგლისურენოვანი MBA პროგრამების მრავალფეროვნება
ქვეყნის ეკონომიკა მჭიდროდ არის ინტეგრირებული ევროპულ და მსოფლიო ბიზნეს-სივრცეში. MBA იტალიაში- სწორედ თანამედროვე მენეჯერების არჩევანია. ბიზნეს პროგრამებისთვის აქ ნიშანდობლივია მათი მრავალნაციონალურობა. პროგრამების დიდი ნაწილი ინგლისურენოვანია.

 

იტალიური ენის შესწავლა-იტალიური იტალიაში
ენის შემსწავლელი სკოლებში სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს ბრენდით „იტალიური იტალიაში“.  გარდა ტრადიციული ენის კურსებისა ეს არის სპეცკურსი დიზაინში, პროგრამა ხელოვნებათცოდნეობასა და ისტორიაში, სადაც მეცადინეობას თან ერთვის ისტორიულ ძეგლთა დათვალიერებაც.

 

მუშაობის უფლება სწავლის დროს
უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მუშაობა სწავლის პარალელურად, კვირაში მაქისმუმ 20 საათი. რაც გაძლევთ შესაძლებლობას ნაწილობრივ დაფაროთ თქვენი საცხოვრებელი და კვების ხარჯები

განყოფილება "იტალია" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..