იტალია


 იტალია ეს არის ქვეყანა, რომლითაც აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო. ძნელია იპოვოთ მსგავსი ქვეყანა საინტერესო ტურიზმის თვალსაზრისით, რადგანაც ევროპის ღირშესანიშნაობათა ნახევარზე მეტი თავმოყრილია სწორედ იტალიაში.

იტალია- ეს არის ქვეყანა არქიტექტურის შეუფასებელი ძეგლებით, ულამაზესი ევროპული ქალაქებით, თვალწარმტაცი ბუნებით, ტემპერამენტიანი და ცხოვრების მოყვარული ადგილობრივი მოსახლეობით. იტალიის მიწის ყოველი გოჯი, ყოველი ქუჩა, ჰაერიც კი გაჟღენთილია უძველესი ისტორიითა და ხელოვნებით.

იტალია- ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ლიტერატურის, ხელოვნების და მეცნიერების არაერთი გენიოსი. ეს არის უძველესი უნივერსიტეტების, მეცნიერების და მოაზროვნეთა ქვეყანა, გალილეო გალილეის და ჯორდანო ბრუნოს სამშობლო.  ეს არის აღორძინების აკვანი. აქ მოღვაწეობდნენ დანტე და ბოკაჩო, პეტრარკა და მაკიაველი, ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო, კარავაჯო, რაფაელი, ტიციანი, ვერონეზე. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია როსინის, ვერდის, პუჩინის, ვივალდის და პაგანინის მუსიკით.

იტალია არ არის მრავალეროვანი ქვეყანა, მისი მოსახლეობის 94% შეადგენენ სტუმართმოყვარე და კეთილისმოსურნე იტალიელები.  

თანამედროვე იტალია აგრეთვე ცნობილია მანქანათმშენებლობის და საფეიქრო ინდუსტრიით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით (ხილი, ღვინო, ციტრუსები). ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს იტალიის ეკონომიკისთვის წარმოადგენს საერთაშორისო, სპორტული, კულინარული ტურიზმი.

ბოლო დროს კი განსაკუთრებით საინტერესო ხდება იტალია უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერებულნი არიან ბიზნეს-ადმინისტრირებით (MBA) და ისეთი სპეციალობებით როგორიცაა დიზანი, მოდა, ხელოვნებათმცოდნეობა, არქიტექტურა და სხვა.

განყოფილება "იტალია" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..