რა უპირატესობები აქვს სწავლას დიდ ბრიტანეთში?

  • მაღალი ხარისხის სწავლება

საუკუნოვანი ტრადიციების მქონე დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები სტაბილურად უზრუნველყოფენ სწავლების მაღალ დონეს. ყოველწლიურად მრავალი მათ შორის იკავებენ წამყვან პოზიციებს მსოფლიო რეიტინგებში, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლები. 

 

  • ბრიტანული დიპლომი - მარტივი დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით

ბრიტანული დიპლომები, სერტიფიკატები თუ სამეცნიერო ხარისხი აღიარებულია მთელ მსოფლიოში, მათი მფლობელებისთვის კი ნებისმიერი ქვეყნის დასაქმების ბაზარზე ანთებულია „მწვანე შუქი“.

 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობა

არავის ეპარება ეჭვი, რომ „ინგლისური ინგლისში“- ეს არის ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი.უცხოელებს აქ სთავაზობენ ენის შესწავლას სპეციალურ ცენტრებსა თუ სკოლებში, პრაქტიკულად ნებისმიერ სასწავლებელთან ფუნქციონირებს ენის კურსები უცხოელი სტუდენტებისთვის, აგრეთვე ტარდება სპეციალური მეცადინეობები მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. 

 

  • მუშაობის უფლება სწავლის დროს

უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მუშაობა სწავლის პარალელურად, კვირაში მაქისმუმ 20 საათი. რაც გაძლევთ შესაძლებლობას ნაწილობრივ დაფაროთ თქვენი საცხოვრებელი და კვების ხარჯები

 

განყოფილება "დიდი ბრიტანეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...