უმაღლესი განათლება

 

გერმანიაში უმაღლესი განათლების მთავარ პრინციპს წარმოადგენს „აკადემიური თავისუფლება“ – სისტემა, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს აძლევს საშუალებას აირჩიოს შესასწავლი  საგნების ჩამონათვალი და შეუთავსოს სასწავლო პროცესი სამეცნიერო კვლევებს.

ეს თავისუბურებები კი განაპირობებს უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის გრაფიკს: ყოველი სემესტრი შედგება სალექციო (14–20 კვირა) და არასალექციო პერიოდებისგან. არასალექციოს დროს სტუდენტი დაკავებულია დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობით.

 

უმაღლესი სასწავლებლები

გერმანის 400–მდე უმაღლესი სასწავლებელი მიეკუთვნება ძირითად სამ კატეგორიას:

1.  უნივერსიტეტები  (Universitaeten, Uni)

2.  პროფესიული უმაღლესი სასწავლებლები  (Fachhochschulen, FH)

3.   ხელოვნების, კინოსა და მუსიკის კოლეჯები  (Musik- und Kunsthochschulen)

უნივერსიტეტები საუკეთესო არჩევანია მათთვის ვინც უპირატესობას თეორიული ცოდნის მიღებას ანიჭებს. ხოლო ვინც ცოდნის პრაქტიკულ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელს არჩევს. ხელოვნების დარგში ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის კი საუკეთესოა ხელოვნების, კინოსა და მუსიკის კოლეჯები.

 

საბაკალავრო პროგრამების გარდა გერმანია  უამრავ შესაძლებლობებს სთავაზობს სწავლით დაინტერესებულ პირებს, აქ აგრეთვე შესაძლებელია:

დაამთავროთ მეორე უმაღლესი თქვენს მიერ არჩეული სპეციალობით. გერმანული სასწავლებლები სტუდენტებს ასობით სპეციალობას სთავაზობენ.

დაამთავროთ მაგისტრატურა იმ სპეციალობით, რომელსაც შეისწავლიდით საქართველოში ან სხვა მომიჯნავე სპეციალობით (სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც)

ჩაატაროთ მოკლევადიანი სადისერტაციო კვლევა, დაიცვათ სადოქტორო ხარისხი