რა უპირატესობები აქვს სწავლას გერმანიაში?

 

  • მაღალი ხარისხის სწავლება

გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება- პრესტიჟული და მომგებიანია. გერმანული სასწავლებლები ევროპაში ცნობილია თავისი შესანიშნავი რეპუტაციით, აკადემიური სწავლების საუკეთესო ტრადიციებით და მაღალი ხარისხით

გერმანული საუნივერსიტეტო სისტემა
 

  • უფასო სწავლა გერმანულ და ინგლისურ ენაზე

მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს უფასო უმაღლეს  
განათლებას, და გერმანია სწორედ ერთ–ერთი მათგანია. ამასთანავე აქ შესაძლებელია უფასოდ ისწავლოთ      ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებშიც , რომელთა შორის  ბევრი მსოფლიოში საუკეთესო  სასწავლებლების სიაში შედის

ფინანსური ხარჯები

  • მისაღები გამოცდების არარსებობა

გერმანულ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად აუცილებელია- სკოლის დამთავრების ატესტატი, არასრული ან სრული უმაღლესი განათლება და გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა. ამასთანავე არანაირი მისაღები გამოცდები! გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ სახელოვნებო სპეციალობები

მოთხოვნები და ჩაბარების პროცედურა

  • სპეციალობების დიდი არჩევანი

გერმანიაში 400-მდე უმაღლესი სასწავლებელია, რომლებიც მსურველებს სთავაზობენ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სპეციალობათა მრავალფეროვანი არჩევანით

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

  • ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა

არ ფლობთ სათანადო დონეზე გერმანულს? გერმანია ინგლისურენოვან სტუდენტებს სთავაზობს სპეციალურად უცხოელებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამებს

საერთაშორიო პროგრამები- IDP

  • მუშაობის უფლება სწავლის დროს

გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტს უფლება აქვს იმუშაოს ოფიციაურად, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ ნაწილობრივ დაფაროთ გერმანიაში თქვენი ყოფნის ხარჯები და ამასთანავე დააგროვოთ გამოცდილება

სამუშაო პირობები უცხოელი სტუდენტებისთვის