კვლევა გერმანიაში

გერმანიაში ყოველწლიურად 25000–მდე დოქტორანტი იცავს სადოქტორო დისერტაციას. ეს ბევრად მეტია ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. უამრავი ახალაზრდა მეცნიერი ჩამოდის გერმანიაში დისერტაციის დასაწერად და დოქტურანტურაში სასწავლად. 1997 წლიდან  უცხოელი დოქტორანტების რიცხვი აქ ორჯერ გაიზარდა.

რატომ ირჩევენ გერმანიას?

გერმანია საერთაშორისო მასშტაბით ითვლება სამეცნიერო კვლევების სფეროში წამყვან ქვეყნად, საუკეთესოდ აღჭურვილი კვლევითი დაწესებულებებით
ამასთანავე გერმანია ყოველმხრივ  მხარდაჭერას უწევს უცხოელ დოქტორანტებს და სთავაზობს მათ სტიპენდიებსა თუ გაცვლით პროგრამებს. სტიპენდიების გამცემი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)