გერმანია

    

გერმანია ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროკავშირის და მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა.

ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ქვეყანა მსოფლიოში ცნობილი მწერლების,პოეტების,კომპოზიტორების– გოეთე,შილერი, ბრეხტი, ძმები გრიმები, ბეთჰოვენი, ბახი, კანტი, ჰეგელი და სხვა.

გერმანია ამაყობს თავისი სახელგანთქმული ფიზიკოსებით– ალბერტ აინშტაინი, მაქს პლანკი, მარკ ბორნი– ეს სია შესაძლებელია გაგრძელდეს დაუსრულებლად. კარლ ფრიდრიხ გაუსი, გოტფრიდ ლაიბნიცი– გერმანიის სახელგანთქმული მათემატიკოსები. ნობელის პრემია მიენიჭა 98 ლაურეატს გერმანიიდან.

გერმანული პროდუქცია ოდითგანვე სახელგანთქმულია თავისი ხარისხით და სანდოობით. გერმანულმა ნაწარმმა ჩააბარა დროის გამოცდა– ისინი საუკეთესონი არიან მსოფლიოში, იქნება ეს ავტომობილები, დანადგარები თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

პირველ რიგში კი გერმანია ეს არის ხარისხიანი განათლება. გერმანულ სასწავლებლებში ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები ჰარმონიულად ერწყმის მეცნიერების და ტექნიკის უახლეს მიღწევებს...

უმაღლესი განათლება გერმანიაში