ესტონეთი

ესტონეთი მოხერხებულად არის განლაგებული ფინეთის ყურის სანაპიროზე. ეს არის პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს 1,5 მილიონს. ტალინში, ესტონეთის დედაქალაქში კი ცხოვრობს სულ 400 ათასი ადამიანი. თუმცა პატარა ქვეყანა, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია მსოფლიო რუკაზე ფლობს უზარმაზარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

ესტონეთი მდიდარია ღირშესანიშნაობებით და ისტორიული ძეგლებით, ეს არის შუასაუკუნეების ტალინი თავისი უძველესი გალავნით, ციხე-კოშკებით და ეკლესიებით.

ესტონეთი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და საუცხოო ლანდშაფტით- ტყეები, ზღვა, კუნძულები, ნაციონალური პარკები, ჩანჩქერები, უნიკალური და ადამიანის მიერ ხელუხლებელი ეკოსისტემები.

მიუხედავად იმისა რომ ესტონეთი პატარა ქვეყანაა, მას გააჩნია საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა. რაც განპირობებულია ქვეყნის ხელსაყრელი ადგილმდებარეობით. ესტონეთი მდებარეობს ძირითადი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე.

ესტონეთი არ გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით, შიდა პროდუქტი იქმნება მომსახურების სფეროს ხარჯზე. ესტონეთში მომსახურების სფეროს უჭირავს 70%, წარმოებას -29% და სოფლის მეურნეობას-1%.

გზები ესტონეთში- საუკეთესოთა შორის ითვლება ევროპაში, ცხოვრების დონით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. ის გამოირჩევა აგრეთვე თავისი ტექნოლოგიურობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ინტერნეტი  (3G და Wi-Fi), ყველა იურიდიული, ეკონომიური თუ სხვა ოპერაციები კეთდება ინტერნეტით. მაგალითად, ახალი ფირმის რეგისტრაცია აქ შესაძლებელია ინტერენეტით, 30 წუთის განმავლობაში.

ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები ყოველმხრივ ინერგება განათლების სფეროშიც, რაც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის სწავლას ესტონეთში სადაც უძველესი ტრადიციები ერთვის უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს.

განყოფილება "ესტონეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..