რა უპირატესობები აქვს სწავლას ესპანეთში?

 

ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომი
ესპანეთში უმაღლესი განათლების მიღება ეს არის პრესტიჟული, ევროპული დიპლომის ფლობა, რომელიც წარმოადგენს საშვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სამუშაოდ.


სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია პროფესიონალური მიმართულება
ესპანეთში პირველივე კურსიდან ისწავლება ის საგნები, რომელიც უშუალოდ კავშირშია თქვენს მომავალ პროფესიასთან. აქ მინიმუმამდეა დაყვანილი საერთო შინაარსის მქონე საგნების სწავლება.


ესპანური ენის მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობა
ამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ესპანური ენის შესწავლა, როგორც ესპანეთში სწავლის მიზნით ასევე როგორც დამატებითი უცხო ენა. რაც განპირობებულია იმით, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ესპანური უფრო ფართოდ გამოიყენება ყოფით ცხოვრებასა და ბიზნესში. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 450 მილიონი ადამიანი საუბრობს ესპანურ ენაზე.

ესპანეთში არსებობს 300-მდე ენის შემსწავლელი სკოლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ მრავალფეროვან კურსებს, სასწავლო პროგრამებს, საზაფხულო სკოლებს ბავშვებისთვის.  


ესპანეთი ცნობილია ევროპაში საუკეთესო MBA სკოლებით
ესპანეთი ცნობილია ტრადიციული ბიზნეს-განათლებით. სწორედ აქ მდებარეობს რამოდენიმე საუკეთესო ევროპული ბიზნეს-სკოლა. ისინი თავმოყრილია მადრიდსა და ბარსელონაში, სადაც აგრეთვე კონცენტრირებულია წამყვანი ნაციონალური და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც წარმატებულ კურსდამთავრებულებს სთავაზობენ სასტარტო პოზიციებს.

განყოფილება "ესპანეთი" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში..