სასწავლო პროგრამები

ჩეხეთის უმაღლესი განათლების სისტემა მოიცავს 150–ზე მეტ სპეციალიზაციას. რაც  როგორც წესი ტრადიციულად ეფუძნება სამეცნიერო სპეციალიზაციებად დაყოფას. მაგალითად ეს არის ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო მეცნიერებები, პედაგოგიური მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა, ტექნიკური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები, სასოფლო–სამეურნეო, სამხედრო და პოლიციური მეცნიერებები, ხელოვნება და არქიტექტურა, ფიზიკური კულტურა და სპორტი.

საბაკალავრო სასწავლო პროგრამები ორიენტირებულნი არიან მოამზადონ სტუდენტები პროფესიული მოღვაწეობისთვის და სამაგისტრო პროგრამებებზე სწავლის გასაგრძელებლად.  სწავლება საბაკავრო პროგრამებზე გრძელდება 3–4 წლის განმავლობაში და შეესაბამება  საერთაშორისო დონეს ISCED 5A.
თქვენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამა სპეცილობის, სასწავლო ენის თუ სხვა მოტხოვნათა მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ NARIC-ის ვებ–გვერდზე მოცემულ სპეციალურ ბაზაში

მაგისტრატურა

თუ თქვენ უკვე მოიპოვეთ ბაკალავრის ხარისხი, მაგრამ არ გსურთ მიღწეულით დაკმაყოფილება და უკავშირებთ თქვენს მომავალს ევროპას– სწავლა მაგისტრატურაში ჩეხეთის რომელიმე წამყვან სასწავლებელში ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია!

ბოლო დროს ჩეხეთში აქტიურად ვითარდება ბიზნეს–განათლების ბაზარი (MBA). ამერიკული და ბრიტანული ბიზნეს –სკოლები ჩეხეთში წარმოადგენენ დასავლეთევროპული და ამერიკული სკოლების კარგ და ფასით ხელმისაწვდომ ალტერნატივას. სწალების დონე და ხარისხი მაღალია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ სტუდენტებს შორის ბევრი ჩამოსულია საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიასა თუ ამერიკიდან.

სამაგისტრო პროგრამის არჩევისას თქვენს სპეციალობასთან მიახლოებული სფეროს არჩევა აადვილებს დიპლომის ნოსტრიფიკაციას და სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურას.

სწავლა სამაგისტრო პროგრამებზე ჩეხეთში მოიცავს 1–3 აკადემიურ წელიწადს.

მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია:

  • დიპლომის ნოსტრიფიკაცია;
  • უცხო ენის მინიმუმ В2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა;
  • მისაღები გამოცდების ჩაბარება ან გასაუბრების გავლა (კერძო სასწავლებლებში).

ჩეხეთი უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამების დიდ არჩევანს. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შემდეგი დისციპლინები: IT, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი და მენეჯმენტი. პროგრამის ხანგრძლიობა და მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტულ სასწავლებელსა და პროგრამის ტიპზე: „full-time“, „part-time“ ან „online”.

მაგისტრატურაში სწავლის და კონკრეტული პროგრამის შესარჩევად ეწვიეთ შემდეგ ონლიან რესურსებს:

http://www.studyin.cz/find-course/

http://www.masterstudies.com/Masters-Degree/Czech-Republic/

www.find-mba.com/czech-republic

უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის გავლა, კერძოდ კი სადოქტორო ხარისიხის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ. სადოქტორო პროგრამებზე სწავლას უზრუნველყოფენ მხოლოდ საუნივერსიტეტო ტიპის სასწავლებლები და მათი ხანგრძლიობა შეადგენს 3–4 წელიწადს.

სადოქტორო ხარისხის მინიჭება ხორციელდება  კვლევის სფეროში დისერტაციის დაცვის საფუძველზე.
სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ–გვერდზე