უმაღლესი განათლება

ჩეხეთში არსებულ 100–მდე უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლებელია უმაღლესი სამსაფეხურიანი სასწავლო პროგრამების გავლა და შესაბამისი ხარისხის მოპოვება: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. ტრადიციული  უნივერსიტეტები როგორც წესი უზრუნველყოფენ სამივე საფეხურს, ხოლო არასაუნივერსიტეტო სასწავლო დაწესებულებები მხოლოდ საბაკალავრო პროგრამებს. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სწავლის დასრულებას და შესაბამისი აკრედიტირებული ხარისხის მოპოვებას წარმოადგენს დიპლომი. უმაღლესი განათლება ჩეხეთში შეესაბამება ევროპის მიერ მიღებულ ყველა სტანდარტებს და ჩეხური დიპლომები აღირებულია ევროპის ყველა ქვეყანაში.

სასწავლო აკადემიური წელი აქ მოიცავს 12 თვეს და მისი დაწყება ფიქსირდება სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციისთანავე. სასწავლო პროგრამები იყოფა სემესტრებად, წლებად ან ბლოკებად,რომლებიც მოიცავენ სასწავლო პერიოდს, გამოცდებს და არდადეგებს. აკადემიურ წლის სტრუქტურას ადგენს თავად სასწავლო დაწესებულება. როგორც წესი ის იწყება ოქტომბრის თვეში და იყოფა ორ სემესტრად: ზამთრის და საზაფხულო, 15 კვირიანი სასწავლო და ხუთკვირიანი საგამოცდო პერიოდით თითოეულ სემესტრში.

უმაღლესი განათლება ჩეხეთში ხასიათდება სწავლის განსხვავებული ფორმებით: დღის („დასწრებული“), დისტანციური და კომბინირებული. კომბინირებული ფორმა როგორც წესი გულისხმობს სტუდენტების მიერ  სასწავლო დაწესებულებაში თვეში ერთი დასვენების დღის გატარებას. დანარჩენი დღეები კი ისინი დაკავებულნი არიან დამოუკიდებელი სწავლებით.