როგორ ჩავაბაროთ?

პირველ რიგში უნდა აირჩიოთ სასწავლებელი და კონკრეტული პროგრამა. და პირდაპირ მიმართოთ თქვენს მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებს. ელექტრონული განაცხადის გააგზავნა შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე პროგრამაზე სხვადასხვა სასწავლებლებში.

ჩეხეთში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია სკოლის დამთავრებისთანავე, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე ბაკალავრის დიპლომის წარდგენის საფუძველზე. გამონაკლის წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩეხურ ენაზე უფასოდ სწავლა, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ჩეხური ენის შემსწავლელი მინიმუმ ერთწლიანი კურსის გავლა ჩეხეთში.

ზოგადი მოთხოვნები:

ასაკი: 30 წლამდე
განათლება:
საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი უნივერსიტეტის პირველ კურსზე ჩასაბარებლად
ბაკალავრის დიპლომი სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად.

ენის ცოდნა:
ჩეხური ენის ცოდნა მოეთხოვებათ მათ ვინც სწავლას აპირებს ჩეხურ ენაზე. როგორც ჩეხურ ისე ინგლისურ ენოვან პროგრამებზე სასწავლად აუცილებელია ენის ცოდნის (B2) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა.

ფინანასური უზრუნველყოფა:
სტუდენტური ვიზის მისაღებად აუცილებელია წარადგინოთ ცნობა, რომ საბანკო ანგარიშზე გაგაჩნიათ  ჩეხეთში ერთი წლის განმავლობაში სწავლის და ცხოვრებისათვის აცილებელი თანხა.  

უფასო სწავლა ჩეხურ ენაზე სახელმწიფო სასწავლებლებში

მოთხოვნები:

•    ჩეხური ენის ცოდნა (დონე В2)

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ისწავლოთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩეხურ ენაზე პირველ რიგში უნდა იზრუნოთ ენის შესწავლაზე. სახელმწიფო უნივერსიტეტების მოთხოვნით უცხოელი სტუდენტების მიერ ჩეხური ენის ცოდნა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეს  В2. ამის მისაღწევად კი არ არის საკმარისი მოკლევადიანი და არაინტენსიური კურსების გავლა.
ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ ინტენსიურ ერთწლიან ენის შემსწავლელ კურსებს. ასეთი კურსების გავლა შესაძლებელია ისეთ წამყვან უნივერსიტეტბში როგორცაა კარლოვის უნივერსიტეტი პრაღაში, პრაღის და ბრნოს ეკონომიკური უნივერსიტეტები და სხვა.

ჩეხეთში ჩეხური ენის შემსწავლელი კურსის მინიმალური ღირებულება შეადგენს 2000 ევროს.

•    მისაღები გამოცდის ჩაბარება ჩეხურ ენაზე

უცხოელი აბიტურიენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ ჩეხურ ენაზე გარდა ჩეხური ენის სასერტიფიკატო გამოცდისა აბარებენ აგრეთვე მისაღებ გამოცდებს მაპროფილებელ საგნებში ჩეხურ ენაზე

 

ფასიანი სწავლა ინგლისურ ენაზე

ჩეხეთში უმაღლესი განათლების მიღება ინგლისურ ენაზე შესაძლებელია როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასევე კერძო სასწავლებლებშიც. ორივე შემთხვევაში სწავლება ფასიანია და გადასახადი შეადგენს წელიწადში 1600 ევროდან 15000 ევრომდე. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების საფასური საკმაოდ მაღალია.

მოთხოვნები:

•    ინგლისური ენის ცოდნა В2 დონეზე. როგორც წესი მოითხოვება საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა. მოთხოვნა ქულების მიმართ დამოკიდებულია კონკეტულ სასწავლებელზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში.

•     სახელმწიფო უნივერსიტეტები როგორც წესი ატარებენ მისაღებ გამოცდებს, ხოლო კერძო სასწავლებლები სტუდენტების შერჩევას ახდენენ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ( ატესტატის ან დიპლომის აკადემიური მაჩვენებლები, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი)

 

განაცხადის გაკეთება უმაღლეს სასწავლებელში

ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე ჩასაბარებლად აუცილებელია თქვენს მიერ არჩეულ სასწავლებელში შევსებული აპლიკაციის გარდა მიღებული განათლების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა/გაგზავნა:

ბაკალავრიატი

• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატი
• სკოლიდან ამონაწერი შესწავლილი საგნების და აკადემიური შეფასებების შესახებ


მაგისტრატურა

• დიპლომი
• ამონაწერი უმაღლესი სასწავლებლიდან შესწავლილი საგნების, კრედიტების რაოდენობის და აკადემიური შეფასების შესახებ

ყველა დოკუმენტის ასლი უნდა ითარგმნოს ჩეხურ ენაზე და დამოწმებულ იქნას ნოტარიულად.

დოკუმენტების ჩაბარების ვადა:

სახელმწიფო სასწავლებლები დოკუმენტებს როგორც წესი ღებულობენ 28 თებერვლამდე

კერძო სასწავლებლები– 15 ივლისამდე

გამოცდები ტარდება ივნისი–ივლისის თვეში
სასწავლო პროცესი იწყება 1 ოქტომბერს

განაცხადის გაგზავნისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თარიღებს, რადგან ისინი შეიძლება იცვლებოდეს კონკრეტული სასწავლებლისთვის

დოკუმენტების გაგზავნისას აუცილებელია აგრეთვე მათი წარდგენის საფასურის გადახდა, რაც შეადგენს საშუალოდ 10–20 ევროს.

მაგრამ იმისთვის, რომ უცხოელი აბიტურიენტი ან კურსდამთავრებული დაიშვას სასწავლებელში არ არის საკმარისი გამოცდების ჩაბარება თუ გასაუბრების გავლა.  აუცილებელ პირობას წარმოადგენს აგრეთვე მის მიერ მანამდე მიღებული განათლების ცნობის დოკუმენტის წარდგენა.  კერძოდ, კი მისმა ატესტატმა თუ დიპლომმა უნდა გაიაროს ნოსტრიფიკაცია. ატესტატის ან დიპლომის ნოსტრიფიკაციის გარეშე ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტები არ დაიშვებიან.

რას ნიშნავს ატესტატის/დიპლომის ნოსტრიფიკაცია?


ატესტატის ან დიპლომის ნოსტრიფიკაციის შედეგად ვლინდება შეესაბამება თუ არა  მაძიებლის მიერ საზღვარგარეთ მიღებული განათლება ჩეხეთის რესპუბლიკის მოთხოვნებს.
მაგალითად მარტივად , რომ ვთქვათ ატესტატის ნოსტრიფიკაციის შედეგად თქვენ ღებულობთ დოკუმენტს, რომელიც ფაქტიურად ადასტურებს, რომ თქვენ ფლობთ ისეთივე ცოდნას, როგორსაც ჩეხები, სკოლის დამთავრების შემდეგ.

გადაწყვეტილებას ნოსტრიფიკაციის შესახებ ღებულობენ შემდეგი ორაგანოები:

1.    სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები (კერძო სასწავლებლებს არ აქვთ უფლება მოახდინონ ნოსტრიფიცირება) სახელმწიფო სასწავლებლებს აქვთ ნოსტრიფიცირების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასწავლებელი სთავაზობს მაძიებელს მსგავს სპეციალობას და შეუძლია შეაფასოს მის მიერ მიღებული განათლება. ყველა აკრედიტებული პროგრამის და სპეციალობის ჩამონათვალი თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ განათლების სამინისტროს ვებ–გვერდზე  ან ვებ–გვერდზე  ENIC/NARIC
2.    განათლების სამინისტრო  განიხილავს დიპლომს იმ შემთხვევაში თუ არც ერთ ჩეხური სასწავლებელი არ სთავაზობს მსგავს სპეციალობას ან თუ სასწავლებელმა არ ცნო დიპლომი და სამინისტროში შემოვითა სააპელაციო მოთხოვნა
3.    თავდაცვის სამინისტრო განიხილავს და აფასებს სამხედრო სფეროში გაცემულ დიპლომებს
4.    შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისპრუდენციის სფეროში განათლებისა და მართვის“ განყოფილება ახდენს სახელმწიფოს დაცვისა და ორგანოებში სამსახურის სფეროში გაცემული დიპლომების ნოსტრიფიკაციას

როგორ მოვახდინოთ ატესტატის ან დიპლომის ნოსტრიფიკაცია?

სერტიფიკატს ატესტატის ან დიპლომის შესაბამისობის ცნობის შესახებ გასცემს განათლების დეპარტამენტის რეგიონალური ორგანოები, სადაც აგრეთვე ხდება დოკუმენტების და განაცხადის წარდგენა ნოსტრიფიკაციის მოთხოვნით.

იმ შემთხვევაში თუ განვლილი საგნების საათობრივი მოცულობა მკვეთრად განსხვავებულია, შედარებით დაბალი შეფასებები ან მაძიებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სრული ინფორმაცია შესწავლილი საგნების საათობრივი მოცულობის თუ აკადემიური შეფასების შესახებ რეგიონალური ორგანოების მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას გარკვეულ საგანში გამოცდების ჩაბარება. როგორც წესი ინიშნება მაქსიმუმ 2–3 გამოცდა.

მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები მინიმუმ 2000 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთები შესაძლებელია არც კი მიიღონ განსახილველად.
გამოცდების დანიშნვნის შემთხვევაში თქვენ გექნებათ დაახლოებით 3–4 კვირა მოსამზადებლად.
 
რა დოკუმენტებია საჭირო:

1. აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აკადემიური კვალიფიკაციის შეფასების ნაციონალური საინფორმაციო ცენტრის NARIC-ის ვებ–გვერდიდან.

აპლიკაციაში წარმოსადგენია შემდეგი სახის ინფორმაცია:

პირადი მონაცემები
უმაღლესი სასწავლებელი
მისამართი კორესპოდენციისთვის
მირებული განათლება (დაწყებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან)
მიზეზი, რისთვის მოითხოვთ ნოსტრიფიკაციას?
ინფორმაცია მინდობილი პირის შესახებ    

2. ატესტატი ან დიპლომი
3. ამონაწერი ბოლო 4 წლის განმავლობაში განვლილი საგნების, საათობრივი მოცულობისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.
4. დიპლომის ნოსტრიფიცირებისას აგრეთვე დამოწმებული ინფორმაცია ჩაბარებული გამოცდებისა და ჩათვლების შესახებ

ეს დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ჩეხურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად

თუ თქვენ ჯერ არ შეგისრულდათ 18 წელი:

თუ თქვენ ჯერ არ ხართ 18 წლის, მაშინ არ გაქვთ უფლება დამოუკიდებლად გააკეთოთ განაცხადი ატესტატის ნოსტრიფიკაციაზე. ამიტომ ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას თქვენ უნდა მოიძიოთ ადამიანი, რომელზეც თქვენი მშობლები გააფორმებენ მინდობილობას. ეს ადამიანი უნდა იმყოფებოდეს ჩეხეთში და მზად იყოს რომ დაგეხმაროთ. ყველაზე ხშირად ამ ადამიანს უზრუნველყოფენ ენის შემსწავლელი სკოლები.  

დოკუმენტების ჩაბარება:

შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს დოკუმენტების ჩაბარება განათლების დეპარტამენტის რეგიონალურ ორგანოში, ხოლო კონკრეტულად რომელში ეს დამოკიდებულია ჩაწერაზე. უცხოელი პირების ჩაწერა ხდება მათი საცხოვრებლის ან სასტუმროს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისი რეგიონალური ორგანოს შერჩევა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე

ნოსტრიფიკაციის პროცედურის გავლა ფასიანი და მისი ღირებულება შეადგენს 40 ევროს.

როდის უნდა ჩავაბაროთ დოკუმენტები ნოსტრიფიკაციაზე?

ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებელთა უმრავლესობაში გამოცდები იწყება მაისის თვეში, სწორედ ამ დროს დაგჭირდებათ რომ ქონდეთ ნოსტრიფიკაცია. მარტის თვე ეს არის ბოლო ვადა,  რომ მოასწროთ ნოსტრიფიკაციის პროცედურის გავლა. თუ თქვენ გადაწყვიტავთ დაიწყოთ ის აპრილში, სავარაუდოდ ვერ მოასწრებთ.