რა უპირატესობები აქვს სწავლას ჩეხეთში?

 

 

  •  უფასო სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში

ევროპულ ქვეყნებს შორის ჩეხეთი ერთ–ერთი ის ქვეყანაა, სადაც არსებობს უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა.  მისაღები გამოცდები ტარდება ჩეხურ ენაზე, რაც მოითხოვს დიდხნიან და სერიოზულ მომზადებას.

 განათლების სისტემა

 

  • ჩეხეთში სწავლა და ცხოვრება საკმაოდ იაფია 

ჩეხეთი  ფასების მხრივ იდეალური ვარიანტია საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. ჩეხეთი ევროპაა, ამავე დროს სწავლა და ცხოვრება აქ გაცილებით იაფია ვიდრე გერმანიაში ან ინგლისურენოვან ქვეყნებში.  

ფინანსური ხარჯები

 

  • კერძო სასწავლებლებში გამოცდის გარეშე ჩაბარების შესაძლებლობა

ჩეხეთის კერძო სასწავლებლებში არ ტარდება მისაღები გამოცდები. მიღება აქ წარმოებს ატესტატის, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის და დამატებითი გასაუბრების საფუძველზე.

 მოთხოვნები და ჩაბარების პროცედურა

 

  • ინგლისურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა

ჩეხეთის კერძო სასწავლებლები და სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ მრავალფეროვან ინგლისურენოვან  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

სწავლა ინგლისურ ენაზე

 

  • მუშაობის უფლება სწავლის დროს

 ჩეხეთში სწავლის დროს ნებისმიერ სტუდენტს და მათ შორის უცხოელებსაც აქვთ ოფიციალური უფლება იმუშაონ სწავლის პარალელურად

სამუშაო პირობები უცხოელი სტუდენტებისთვის