სტუდენტური ცხოვრება

 რეგისტრაცია სასწავლებელში

რეგისტრაციის დღეს ხორციელდება ჩარიცხვა, სტუდენტური ბილეთის გაფორმება, საერთო საცხოვრებლის არჩევა და სხვა. თუ თქვენ წარმატებულად ჩააბარეთ გამოცდები, მაგრამ არ გამოცხადდით რეგისტრაციაზე, სასწავლებელში თქვენ აღარ მიგიღებენ. თქვენ თან უნდა იქონიოთ პასპორტი, წერილი სასწავლებლიდან გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შესახებ. (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას სხვა დოკუმენტებიც)

რეგისტრაციის გავლისას თქვენ ღებულობთ დასტურს სასწავლებელში დაშვების თაობაზე, პაროლს საუნივერსიტეტო ბაზაში შესასვლელად (რაც დაგეხმარებათ შემდგომში აირჩიოთ საგნები, ლიტერატურა ბიბლიოთეკაში, კერძი სტუდენტურ სასადილოში და სხვა), სტუდენტურ ბილეთს. დასტური სასწავლებელში დაშვების თაობაზე  დაგეხმარებათ შემდგომში ვიზის გაგრძელებასა და სტუდენტური ფასდაკლებების მიღებაში.

სად და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ დასტური სასწავლებელში დაშვების თაობაზე:

სავალდებულო დაზღვევის დროს– სტუდენტები ღებულობენ ფასდაკლებებს;
ბანკში ანგარიშის გახსნისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუდენტური ტარიფით
ტრანსპორტში ბილეთის შეძენისას თქვენ ისარგებლებთ ფასდაკლებით
სამუშაოს ძიებისას და მუშაობის დროსაც თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ იმის მტკიცებულება, რომ ხართ სტუდენტი.  

ცხოვრება

საერთო საცხოვრებლები გააჩნია ყველა სახელმწიფო სასწავლებელს. პირობები მათში განსხვავებულია, მაგრამ ყველა შეესატყვისება ევროპაში მიღებულ სტანდარტებს. ჩვეულებრივ ერთ ოთახში ცხოვრობს 2–3 სტუდენტი. საერთო საცხოვრებლებს გააჩნიათ განვითარებული ინფრასტრუქტურა: ინტერნეტი, სასადილოები, ბიბლიოთეკები, რესტორნები, კაფე, სპორტული კომპლექსები და მოედნები. როგორც წესი ისინი მდებარობენ სასწავლებლების გვერდით. საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯი შეადგენს  30–დან 70 ევრომდე თვეში.

კერძო სასწავლებლების სტუდენტები ან ისინი ვისაც არ შეხვდათ თავისუფალი ადგილი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლში ქირაობენ ბინას. ჩვეულებრივ რამოდენიმე სტუდენტი ერთად ქირაობს საერთო ფართს ხარჯების შემცირების მიზნით. ერთოთახიანი ბინის ქირის საფასური შეადგენს თვეში 350 ევროს, ოროთახიანის– 450–ს.

კვება

საერთო საცხოვრებლის სამზარეულოები ყოველმხრივ აღჭურვილია, შესაბამისად სტუდენტებს შეუძლიათ იკვებონ სახლიდან გაუსვლელად.
სასწავლებლებთან და საერთო საცხოვრებელში არსებული სასადილოები სტუდენტებს სთავაზობენ საუზმეს, სადილს და ვახშამს. სტუდენტების კვების დოტაციას ახდენს სახელმწიფო,ამიტომ ფასები სასადილოში შეიძლება ითქვას „სასაცილოა“ ( სრულყოფილი სადილი ღირს 1 ევრო), საჭმლის ხარისხი კი არაფრით ჩამოუვარდება რესტორნისას.

ჩეხეთში უამრავია რესტორნები და კაფეები, სადაც შესაძლებელია იაფად და გემრიელად წახემსება.  კვების ეს ფორმა საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. აქ შესაძლებელია გადაიხადოთ 3–დან 7 ევრომდე და მიირთვათ სრულყოფილი, უგემრიელესი სადილი.  

კვების პროდუქტები, განსაკუთრებით მსხვილ სუპერმარკეტებში, საკმაოდ იაფია. პროდუქტებში აქ იხარჯება დაახლოებით 100–დან 150 ევრომდე თვეში.

სტუდენტები ძირითად იკვებებიან სასწავლებლებთან არსებულ სპეციალიზირებულ სტუდენტურ სასდილოებში, სადაც ISIC ბარათის ფლობის შემთხვევაში ღებულობენ დამატებით ფასდაკლებებს.

მუშაობა სწავლის პარალელურად

უცხოელ სტუდენტებს ჩეხეთში საშუალება ეძლევათ იმუშაონ კანონის თანახმად განსაზღვრული მოცულობით. აქ არსებობს სპეციალური სააგენტოები, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტებისა და მოსწავლეების დასაქმებაზე. ისინი წარმოადგენენ შუამავლებს დამქირავებელსა და სტუდენტს შორის. საკმარისია სტუდენტი დარეგისტრირდეს ერთ–ერთ სააგენტოში და თავისუფალი, სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში (განსაზღვრული დროის პერიოდით ან ერთჯერადად) სააგენტო ატყობინებს ამის შესახებ სტუდენტს ელ–ფოსტით ან სმს–ით. უცხოელ სტუდენტს უფლება აქვს იმუშაოს მაქსიმუმ 100 საათი წელიწადში ერთ დამქირავებელზე.

სპორტი

სტუდენტებს შეუძლიათ დაკავდნენ სპორტით როგორც სასწავლებლის ბაზაზე, აგრეთვე თავისუფალ დროს. ბევრ სასწავლებელში სტუდენტის მიერ არჩეულ სპორტის სახეობაში ჩათვლის მიღება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. გარდა ამისა, სპორტული კომპლექსების უმრავლესობა (სახელმწიფო და კერძო) სთავაზობს სტუდენტებს საკმაოდ მიმზიდველ ფასდაკლებებს.

 მოგზაურობა

არდადეგების დროს სტუდენტები, რომლებსაც გააჩნიათ შენგენის ვიზა ხშირად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ჩეხეთში ( და მთელ ევროპაში) ფართოდ არის გავრცელებული სამარშრუტო ავტობუსების ქსელი Student Agency, რომლის ბილეთებს ISIC ბარათის მფლობელები ყიდულობენ ფასდაკლებებით.

 

ჩეხეთში ცხოვრების ხარჯები

რამდენი დაუჯდება უცხოელ სტუდენტს ჩეხეთში ცხოვრება დამოკიდებულია ქალაქზე, სადაც ის ისწავლის. პრაღაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრება საშუალოდ ჯდება 200 ევრო თვეში, ბრნოში– 140 ევრო. სტუდენტისთვის 3 თვიანი აბონემენტი  საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობისთვის ღირს 720 კრონა (დაახლოებით 28 ევრო), ბრნოში– 685 კრონა (დაახლოებით 27 ევრო). კვების ხარჯი თვეში ადამიანზე შეადგენს მინიმუმ 2000 კრონას (დაახლოებით 80 ევრო) თვეში, მობილურით ერთი წუთი საუბრის ღირებულება ჩეხეთის ფარგლებში შეადგენს 3–7 კრონას, ხოლო სმს 1–3 კრონას. ერთოთახიანი ბინის ქირა პრაღაში შეადგენს დაახლოებით 360 ევროს თვეში, ოროთახიანის– 560 ევროს.