ჩეხეთის ტოპ–5 სასწავლებელი


ყველა ჩეხური სასწავლებელი სხვადასხვა მიზეზით იმსახურებს აბიტურიენტთა ყურადღებას. მაგრამ რამოდენიმე სასწავლებელი განსაკუთრებულია თავისი ტრადიციებით, საკადრო შემადგენლობით, ხელმძღვანელობით და იმსახურებს ქვეყანაში საუკეთესოს სტატუს. მათი ცნობადობა სცილდება ჩეხეთის საზღვრებს, ხოლო აბიტურინტთა შორის პოპულარობა კი გამუდმებით იზრდება.

კარლოვის უნივერსიტეტი პრაღაში (Univerzita Karlova v Praze)

კარლოვის უნივერსიტეტი– უძველესია არამხოლოდ ჩეხეთში, არამედ მთელ ცენტრალურ ევროპაში. სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1348 წელს რომის იმპერატორის კარლ IV–ს გადაწყვეტილებით. სასწავლებელში არსებობდა 4 ფაკულტეტი: იურიდიული, თეოლოგიის, სამედიცინო და თავისუფალი ხელოვნების. ოთხივე ფაკულტეტი დღესაც ფუნქციონირებს. 650 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მრავალი რამ შეიცვალა, რის შედეგად დღეს მას გააჩნია 17 ფაკულტეტი.
კარლოვის უნივერსიტეტი წარმოადგენს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო წამყვან ცენტრს ენათმეცნიერების, საზოგადოებათმცოდნეობის და ჰუმანიტარული მეცნიერებების, მედიცინის, იურისპრუდენციის, პედაგოგიკისა და თეოლოგიის სფეროში. სასწავლებლის პედაგოგიური გუნდი– ეს არის წამყვანი სპეციალისტები, მოქმედი მეცნიერები. აქ აგრეთვე ასწავლის უამრავი სპეციალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი (Vysoká škola ekonomická v Praze)

პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტი დაარსდა მე–20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მიუხედავად არსებობის მოკლე პერიოდისა,  50 წლის განმავლობაში იქცა  ეკონომიკურ მეცნირერებათა უმსხვილეს და საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრად. ის აგრეთვე აღიარებულია ჩეხეთში ყველაზე პროგრესულ და მდიდარ სასწავლებლად, რადგან მას მხარდაჭერას უწევენ ისეთი უმსხვილესი კომპანიები როგორიცაა Česká spořitelna (ჩეხეთის შემნახველი ბანკი), Komerční banka (კომერციული ბანკი), Skoda auto, PricewaterhouseCoopers, HVB Bank, Deloitte, L´ORÉAL, Konrad Adenauer Stiftung და სხვა.
სასწავლებლის პედაგოგთა შემადგენლობა დაკომპლექტებულია ძირითადად ეკონომისტებით, რომელთა 61% შეადგენენ მეცნირებათა კანდიდატები. აქ სტუდენტებს ასწავლიან ჩეხეთის ეკონომიკურ–პოლიტიკური სისტემის რეალური „შემქმნელები“.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროსაც  არაერთხელ წაუკითხავს ლექციები მშობლიურ უნივერსიტეტში.

მასარიკის უნივერსიტეტი (Masarykova univerzita)

მასარიკის უნივერსიტეტი მდებარეობს ჩეხეთში სიდიდის მიხედვით მეორე ყველაზე დიდ ქალაქში სახელად ბრნო. სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1919 წელს. მასარიკის უნივერსიტეტი თავისი დაარსებით და სახელწოდებით უკავშირდება ჩეხეთის პირველ პრეზიდენტს ტომაშ გარიკ მასარიკს. თავდაპირველად უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 4 ფაკულტეტი: იურიდიული, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიური.
დღესდღეობით ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტი მეორეა სიდიდით და უჭირავს ერთ–ერთი წამყვანი პოზიცია ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში. ქალაქი ბრნო კი სამართლიანად ითვლება ქვეყნის მეორე საგანმანათლებლო ცენტრად.

ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში (České vysoké učení technické v Praze)

ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში წარმოადგენს ტექნიკურ მეცნიერებათა შემსწვალელ ერთ–ერთ წამყვან ცენტრს ჩეხეთში. 2007 წელს უნივერსიტეტმა იზეიმა დაარსების 300 წელი.
დღესდღეობით უნივერსიტეტს გააჩნია სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებელი უძლიერესი ბაზა, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწავლის პერიოდში მონაწილეობა მიიღონ პროექტებში, რომლებიც მუშავდება მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისთვის (Siemens, Panasonic, T-Mobile, Škoda და სხვა). რის შედეგად თავად სტუდენტები ხშირად ღებულობენ ტექნიკის სფეროში საკუთარი გამოგონებებისთვის საერთაშორისო პრემიებს.

ტექნიკური უნივერსიტეტი ბრნოში (Vysoké učení technické v Brně)

ბრნოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი უნივერსიტეტია ქალაქ ბრნოში. სასწავლებლის წარმოშობის ბაზად იქცა ჩეხური ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც გაიხსნა 1849 წელს. ხოლო 1899 წელს ის იქცა სრულფასოვან ტექნიკურ უნივერსიტეტად. საუკუნის მანძილზე ის ვითარდებოდა და სთავაზობდა სტუდენტებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობებს.
დღესდღეობით ტექნიკური უნივერსიტეტი ბრნოში– ეს არის ერთ–ერთი უძლიერესი ტექნიკური სასწავლებელი მთელს ცენტრალურ ევროპაში. მას გააჩნია გასაოცარი სამეცნიერო– ტექნიკური ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ „ცოცხალ“ პროექტებსა და კვლევებში. სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებს 2 უძლიერესი „არატექნიკური“ ფაკულტეტი– სახვითი ხელოვნებისა და მეწარმეობის.