ჩეხეთი

 

დიდებული სასახლეები, ფილმები–ზღაპრები, მამაცი ჯარისკაცი შვეიკი...  ჩეხეთი ეს არის ადგილი, სადაც რეალობა ერწყმის ლეგენდებს , გარდასული დღეები კი თანამდეროვე დროს. ეს არის პატარა ქვეყანა ევროპის შუაგულში, რომელიც ეკონომიკური მაჩვენებლებითა და ცხოვრების დონით იკავებს პირველ ადგილს ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებს შორის.

ჩეხეთი ეს არის პრაღის ქვაფენილიანი ქუჩები და  სახლები წითელი, კრამიტის გადახურვით, კარლოვი ვარის სიმშვიდე და სამკურნალო წყაროები.

ჩეხეთი ეს არის ძველი ევროპა თავისი მომნუსხველი ძალით. ულამაზესი შენობები, სასახლეები, ეკლესიები, გამოქვაბულები, ცნობილი ჩარლზის ხიდი.

ის არაერთი ცნობილი ადამიანის სამშობლოა: მწერლები– ფრანც კაფკა, იოსებ ჩაპეკი და  მილან კუნდერა. კინორეჟისორი– მილოშ ფორმანი. იან საუდეკი– მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი.

სწორედ აქ, ჩეხეთში 1348 წელს დაარსდა  ცენტრალური ევროპის პირველი უნივერსიტეტი – კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. ხოლო 1717 წელს კი პირველი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი ევროპაში– პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტი...

უმაღლესი განათლება ჩეხეთში