ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკა- შეუზღუდავი შესაძლებლობების და გრანდიოზული ოცნებების ქვეყანა, რომლის ისტორია ითვლის 200 წელზე ოდნავ მეტს. ის არ წარმოადგენს ქვეყანას უძველესი ტრადიციებით და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, მაგრამ გააჩნია ლიდერის მყარი პოზიციები კვლევით სფეროებში, მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაში, წარმოების განვითარებაში.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, უმუშევრობის დაბალი დონით, მაღალი შემოსავლებით, კარგად ორგანიზებული სოციალური დაცვის სისტემით.

ეს არის ქვეყანა კონტრასტების, სისწრაფის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის.  ყველაფერი ეს კი იზიდავს სხვადასხვა ეროვნებისა და კუთხის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. სწორედ მათ  შექმნეს განსხვავებული ნაცია- ამერიკული. ნაცია, რომელმაც იცის მუშაობა, ისახავს მიზნებს და შეუდრეკლად იღწვის მათ მისაღწევად, გააჩნია საკუთარი იდეოლოგია და შეხედულებები ცხოვრებაზე.

ამერიკული სკოლები, უნივერსიტეტები, კოლეჯები და ბიზნეს-სკოლები იზიდავენ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები პასუხობენ ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც თეორიული  ასევე პრაქტიკული კვლევების სფეროში.

მსოფლიო რეიტინგებში ას საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 70-80-მდე პოზიცია ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებს უკავიათ

განყოფილება "აშშ" ამჟამად იმყოფება დამუშავების და განახლების პროცესში...