სწავლა საზღვარგარეთ

დღეს განსაკუთრებით აქტუალური და სასურველია საზღვარგარეთ განათლების მიღება.

საბაკალავრო პროგრამები, მაგისტრატურა, MBA, ასპირანტურა, სტაჟირება, უცხო ენის შესწავლა... სხვადასხვა ქვეყნები უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს, მაგრამ რომელია სწორედ ”ის”, რაც თქვენ გჭირდებათ?- ეს  მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

სწორედ ამ ახალი რუბრიკით ჩვენ შევეცდებით სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია მოგაწოდოთ საზღვარგარეთ სწავლის შესახებ.

რუბრიკის თითოეული განყოფილება მოიცავს მიმოხილვას  განათლების სისტემაზე, სწავლის შესაძლებლობებზე, მისაღებ და გამოსაშვებ გამოცდებსა თუ სასწავლო პროგრამების თავისებურებებზე,  იმ უპირატესობების ხაზგასმით რაც განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის კონკრეტულ ქვეყანას

რუბრიკას გამუდმებით დაემატება ახალი ქვეყნები და განახლებული ინფორმაცია არსებული ქვეყნების შესახებ.

პირველი ნაბიჯები გადადგმულია და უკვე შესაძლებელია  გაეცნოთ რამდენიმე ქვეყნას, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობენ უცხოელ სტუდენტებს შორის. რატომ? ამას შეიტყობთ ჩვენი რუბრიკიდან.